მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას,

 გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 17-დან 25 წლამდე ორი მოხალისე, რომლებიც ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს და ივნისის თვეში გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ
ხუთ დღიან ტრეინიგ-სემინარს.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

 გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;
 მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
 ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);
 გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები;

ფინანსური უზრუნველყოფა:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პროექტ „საქართველოს მოხალისის“ შემდეგ კომპონენტებს:
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე მონაწილეების განთავსება და სამჯერადი კვება. მოხალისეთა სატრენინგო მომსახურეობა,
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან).

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://youth.gov.ge/home 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.


უკან დაბრუნება  






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია