მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

 24 თებერვალს 15:00 საათზე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში, იაპონიის მთავრობის მიერ ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული სამი პროექტის საგრანტო შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი და პროექტთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში 3 პროექტი განხორციელდება, მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: სოფელ ნაქურდევში და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემა აიგება, გაიზრდება წყლის დებეტი და სოფლებში საუბნო და ინდივიდუალური დაქსელვა განხორციელდება. პროექტი სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრებ ასეულობით ადამიანს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება 85 904 აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტებზე საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ,,world vision საქართველოს“, საქართველოს დახმარების კომიტეტის და სამოქალაქო განვითრების ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ცერემონიის მიმდინარეობისას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ იაპონიის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
1998 წლიდან ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 145 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 14 028 893 აშშ დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსთვის 370 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და მოიცავს სფეროთა ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

   
უკან დაბრუნება  






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია