მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

 2015 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილებას ახორციელებდა კანონით დადგენილი და უფლებამოსილი 30 წევრით. შექმნილია და ფუნქციონირებს ხუთი მუდმივმოქმედი კომისია:
1.იურიდიულ საკითხთა კომისია; (თავმჯდომარე- მუხრან ხარშილაძე )
2.საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია; (თავმჯდომარე-ნანა ბარბლიშვილი )
3.კულტურის, განათლებისა, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია; (თავმჯდომარე- ალექსი გიგოლაშვილი )
4.გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისია; (თავმჯდომარე- ალექსი ენდელაძე )
5.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია. (თავმჯდომარე- იმედა ხომასურიძე )
ასევე ექვსი ფრაქცია:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ (თავმჯდომარე- შალვა გავაშელი)
2.ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორები“ (თავმჯდომარე- ნინო ჩოგოვაძე)
3. .ფრაქცია „ქართული ოცნება რესპუბლიკელები“ (თავმჯდომარე- ვაჟა ობოლაშვილი)
4.ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები ადიგენის მომავლისთვის“(თავმჯდომარე ბაგრატ ხოზრევანიძე)
5.ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე- თემურ ფეიქრიშვილი)
6.ფრაქცია ,,ქრისტიან-კონსერვატიული“ (თავმჯდომარე-რატი ტატალაშვილი)




გარდა ამისა მუშაობას აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის -თამაზ ძაძამიას თავმჯდომარეობით.
2015 წლის განმავლობაში კომისიას განცხადებით მომართა 45 მოქალაქემ. აქედან 10 მოქალაქე ითხოვდა დოკუმენტაციის უკან დაბრუნებას, რომელიც დაკმაყოფილდა, 35 მოქალაქე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიის მიერ განცხადებების განხილვის შემდეგ გაცემულია 25 მოწმობა, 6 მოქალაქეს ეთქვა დასაბუთებული უარი, 4 მოქალაქის განცხადება განხილვის პროცესშია
1. საანგარიშო პერიდოში ჩატარებულია საკრებულოს ბიუროს 17 სხდომა
2. საკრებულოს ბიუროს მიერ განხილულია 95 საკითხი
3. საკრებულოს ბიუროს მიერ საკრებულოს სხდომაზე გატანილია 95 საკითხი
4. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია საკრებულოს 34 სხდომა
მათ შორის:
მორიგი სხდომა 12
რიგგარეშე სხდომა 22
5. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომებზე განხილულია 187 საკითხი
მათ შორის:
მორიგ სხდომაზე განხილულია 103 საკითხი
რიგგარეშე სხდომაზე განხილულია 84 საკითხი
6. საანგარიშო პერიოდში მიღებულია 133 განკარგულება
7. საანგარიშო პერიოდში მიღებულია 69 დადგენილება
8. ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 27 ცვლილება. ცვლილებები ძირითადად გამომდინარეობდა მთავრობის მიერ გამოყოფილი ტრანსფერების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების განსახორციელებლად საჭირო თანხების ბიუჯეტში ასახვით.
9.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იქნა 545 017 ლარი.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა მუნიციპალიტეტის შემდეგი პროექტები:
ა) კურცხანის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია თანხით 639 605 ლარი,
ბ) ბოლაჯურის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია თანხით 192 990 ლარი,
გ) სოფელ ადიგენის გზის მოასფალტება რეაბილიტაცია 447 719 ლარი,
დ) სოფელ პატარა სმადის გზის მოასფალტება რეაბილიტაცია 390 015 ლარი,
ე) ქვემო ენთელი-ზემო ენთელი-ფხერო- შოყა- ოქროს ციხის გზის მოასფალტება რეაბილიტაცია 217 184 ლარი,
ვ)მლაშის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, 2014 წლის გარდამავალი პროექტი რომელიც დასრულდა 2015 წელს-198 900 ლარი.
მთლიანად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების თანხამ შეადგინა 52 407 ლარი.
10. საკრებულოს მიერ მოწონებული და დამტკიცებული იქნა 2016-2017 წლის მუნიციპალიტეტის შემდეგი პროექტები:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვემო ენთელი-ზემო ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხის გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი)- ღირებულებით 746 457 ლარი;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი ზანავი -პატარა ზანავი- ჭულეს გზის რეაბილიტაცია-ღირებულებით 825 000 ლარი, მათ შორის I ეტაპი-520 000 ლარი, II ეტაპი- 305 000 ლარი;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენში ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია- ღირებულებით 630 264 ლარი;
დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ჩორჩნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია- ღირებულებით 246 088 ლარი;
ე) დაბა ადიგენში კულტურის სახლის მშენებლობა- ღირებულებით 1 160 064 ლარი (აქედან დემონტაჟის ღირებულება შეადგენს 182 819 ლარს);
ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა- ღირებულებით 249 632 ლარი;
ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზანავი-გომაროს გზის მოასფალტება- ღირებულებით 674 869 ლარი;
თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის გზის რეაბილიტაცია- ღირებულებით 492 945 ლარი:
ი) ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში პარკ „როშას“ კეთილმოწყობა- ღირებულებით 350 000 ლარი;
კ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: მლაშე-ფლატე-არზნის გზის რეაბილიტაცია- ღირებულებით 441 350 ლარი.

11. საანგარიშო პერიოდში მიღებულია 202 დადებითი გადაწყვეტილებება
12. საანგარიშო პერიოდში საკრებულოში შემოსულია მოქალაქეთა 8 ინდივიდუალური განცხადება.
13. საანგარიშო პერიოდში საკრებულოში შემოსულია მოქალაქეთა 3 კოლექტიური განცხადება
14. საკრებულოს 8 სხდომას ესწრებოდნენ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები:
15. საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეთა მიერ გაკეთებულია 2 განცხადება ,,მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
16. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 95 მოქალაქე
17. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 21 მოთხოვნა
აქედან დაკმაყოფილებულია 21
უნდა აღინიშნოს რომ საკრებულოს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფილი იქნა საკრებულოს აპარატის მიერ, რომლის სტრუქტურული ერთეულებია 1. საორგანიზაციო საკითხთა და იურიდიული განყოფილება და 2. სამდივნო. საკრებულოს აპარატი ორგანიზებას უწევდა საკრებულოს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. აპარატის მიერ იქნა საკრებულოს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სხდომების ორგანიზება და სხდომის ოქმების წარმოება. ორგანიზაციული და იურიდიული მომსახურება გაუწია საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებისას. ორგანიზებას უწევდა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე              იმედა მღებრიშვილი
უკან დაბრუნება  






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია