|
|
დერცელის მთაში დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საზაფხულო საძოვრებამდე მისასვლელი დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია. ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა და სოფელ დერცელის მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში ერთობლივი ძალებით ახდენდნენ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას, ადგილზე მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა. ამ დროისათვის მოსახლეობა მთის მიმართულებით უპრობლემოდ გადაადგილდება . გარდა ამისა აღდგენილია დაზიანებული სასმელი წყლის სისტემა, მთაში მყოფ მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
დაზიანებული გზის მონაკვეთი და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად მოინახულეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მადლობას უხდის თანადგომისთვის.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელი დერცელი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი და სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა სიმართლეს არ შეესაბამება. დაზიანებული იყო მთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი, რომელიც სოფლიდან 7კილომეტრითაა მოშორებული. სოფელ დერცელში გზის და წყლის პრობლემა არ ყოფილა.
ფაქტის ცნობის შემდგომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი შემსწავლელი კომისია. ამავდროულად ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელი პირები სოფელ დერცელის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული მდგომარეობა გამოიკითხეს.
|
|
| |
|