|
|
გამგებელმა ,ზარზმას" გამარჯვება მიულოცა ადიგენის მუნიციპალიტეტის ააიპ სასპორტო სკოლის ვაჟთა საფეხბურთო გუნდმა ,,ზარზმამ" გამარჯვება მოიპოვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ჩემპიონატში.
2002-2003 წლებში დაბადებულებმა პირველი, ხოლო 2000-2001 წლებში დაბადებულებმა მეორე ადგილი დაიკავეს რეგიონის მასშტაბით.
შეჯიბრებაში ორ ასაკობრივ ჯგუფში სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის 24 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ,,ზარზმამ" კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელით იასპარეზა.
პატარა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და სპეციალური სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, ააიპ სასპორტო სკოლას კი მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისათვის.

|
|
| |
|