მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

,,საქართველოს მოხალისე"

 გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს პროგრამის

„საქართველოს მოხალისე“ განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის
გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი
ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134
მოტივირებული მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის
ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს. შერჩეული ახალგაზრდები 6 - დან 10 მაისის ჩათვლით დაბა ბაკურიანში გაივლიან ტრენინგ კურსს და
მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
· გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი დაბა ბაკურიანში
· მიიღონ 45 ლარიანი ყოველთვიური მოხალისეთა სტიპენდია
· მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
· ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
· გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ
საქართველოს 10 რეგიონში (1 რეგიონი - 1 ორგანიზაცია) შეირჩა 10 რეგიონალური ახალგაზრდული
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების
შერჩევას და კოორდინირებას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 მარტიდან 17 აპრილის
ჩათვლით.

პროგრამის შესახებ დამტებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმები და რეგიონული ორგანიზაციების
ჩამონათვალი იხილეთ საიტზე www.mokhalise.ge/
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს. (ანა ხაბარელი ტელ: 599428244;
ვახტანგ ასანიძე ტელ: 555910926 E-mail: a.khabareli@msy.gov.ge)

უკან დაბრუნება  






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია