|
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადიგენის საჯარო სკოლაში ბავშვებსა და პედაგოგებს ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ა/წ 15 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძემ, გამგებლის პირველი მოადგილემ მინდია ჯელიამ და გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დ. ადიგენის საჯარო სკოლაში ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დ. ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს. დაესწრნენ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა პირველ კლასელს ნოუთბუქები დაურიგდათ.
ასევე სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სოფ. ზანავის სკოლის მოსწავლეებს და ამავდროულად მოხდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სპორტსმენების დაჯილდოვება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 6 სექტემბერს ახალციხეში რაბათის ციხე-კომპლექსში გამართულ ,,მესხეთის ფესტივალი - 2014"-ში და დაიკავეს საპატიო პირველი ადგილი.
გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ 15-ვე გამარჯვებულ სპორტსმენს გადასცა სიგელები და მადლობა გადაუხადა ფესტივალზე ადიგენის წარმოჩენისათვის.
|
|
| |
|