|
|
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის შეხვედრა ადიგენში დღეს 13 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან ვაჟა ქადაგიძესთან, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ძირითად მიზანს ისახავდა ადიგენის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების ჩამოყალიბებას და სამომავლოდ განვითარებას. კოოპერატივების პროგრამა ხორციელდება მთავრობის ინიციატივით და სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით მოსახლეობაში დიდი ინტერესიც გამოიწვია, მათი განცხადებით საქართველოში ამ დროისთვის უკვე 160 კოოპერატივია რეგისტრირებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულიდან, ასევე სოფლის მეურნეობის ადიგენის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა დაინტერესებული მოქალაქეები
|
|
| |
|