|
|
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა, მიტინგის დაშლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ადიგენში, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დილიდანვე შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და მოსწავლე ახალგაზრდობა. მემორიალი ვირგვინით და ყვავილებით შეამკეს დიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძემ, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა, ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართო ღონისძიება სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის 21 დაღუპული გმირი რომელიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის მიერ მიტინგის დარბევას შეეწირნენ, მოსწავლეებმა მიუძღვნეს ლექსები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25-ე წელი შესრულდა. ზუსტად 25 წლის წინათ თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა.
1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
|
|
| |
|