|
|
გუბერნატორმა ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
აქტიურად მიმდინარეობს ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სარინელების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თერთმეტ საცხოვრებელ კორპუსს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 592 968 ლარია გამოყოფილი.
ასევე, დაწყებულია საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, მოწყობილია რკინა-ბეტონის ფუნდამენტი, საძირკველი და რანდკოჭები.
გუბერნატორმა, ასევე დაათვალიერა ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაცია სამუშაოების მიმდინარე პროცესი.
პროექტის ფარგლებში 2900 მეტრ გზის მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტბეტონის საფარი, მოიხრეშება 360 მეტრი გზა, მოეწყობა რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გაბიონები.მოხდება სასმელი წყლის მილების დემონტაჟი და მონტაჟი, ასევე მოეწყობა წყლის შემკრები რკინა-ბეტონის ნაგებობა.

|
|
| |
|