|
|
ადიგენის მუნიციპალიტეტში ,, დედამიწის დღის “ კვირეულის ფარგლებში მაშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტში ,, დედამიწის დღის “ კვირეულის ფარგლებში მაშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაბა ადიგენის და აბასთუმანის ქუჩები,სოფლების, საავადმყოფოს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა.ა.ი.პ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საავადმყოფოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
    
|
|
| |
|